ახალი ავტობუსები თბილისში

ორშაბათიდან თბილისში პოლონეთში აწყობილი და გერმანული წარმოების ახალი ავტობუსები იმოძრავებს. „მანის“ ფირმის მწვანე ფერის სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი უკვე დედაქალაქშია.

თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული 10-მეტრიანი ავტობუსები 82 მგზავრზეა გათვლილი. წლის ბოლომდე ავტოპარკს კიდევ 220 ახალი სატრანსპორტო საშუალება დაემატება. მანამდე კი ამორტიზებული და ეკოლოგიურად საფრთხისშემცველი ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება.