ავტო-საგზაო შემთხვევა თურქეთში

ავარია ჩანქირის პროვინციაში. თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. საქართველოს 21 მოქალაქეს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამო ავტომაგისტრალზე საგზაო მოძროაბა დროებით მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო დაშვებული. საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებიათ და ისინი გამოკითხვაზე მომხდარის შესახებ პოლიციაში იმყოფებიან. გამოკითხვის შემდეგ საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფს.