კომუნიკაციების ეროვნული კომისია NTV PLUS-ს წერილობით აფრთხილებს. იმ შემთხვევაში, თუ მედია ჯგუფი კომისიაში წარდგენილ დეკლარაციას, საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერს არ დაურთავს, მისი ავტორიზაცია შეჩერდება.
მარეგულირებელში ამბობენ, რომ კომპანია NTV PLUS-მა ორი წლის წინ გაიარა ავტორიზაცია, თუმცა, მას შემდეგ კომისიამ მიდგომა შეცვალა და დღეს უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე საქმიანობის დაწყება არ შეუძლია. იმისთვის, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ამის დამადასტურებელი მოწმობა კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინოს.