კომპანია „ჯეოსელი“ 153 მილიონ დოლარად გაიყიდა

უმსხვილესი გარიგება საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია ჯეოსელი 153 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

კომპანიის ახალი მფლობელი სილქნეტია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ნებართვის შემდეგ, შერწყმა რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.

ჯეოსელის შესაძენად თანხის თითქმის ნახევარს თი-ბი-სი ბანკი გამოყოფს.

როგორ იმოქმედებს სილქნეტის მიერ ჯეოსელის შეძენა ქართულ ბაზარზე,- სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა დეტალებს.