კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება

მაგთიკომს და ჯეოსელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

ორივე კომპანია წერილობით გაფრთხილებას იღებს. საქმე ეხება კონსოლიდირებულ ტენდერს.

კომისიამ დაადგინა, რომ ტენდერში მონაწილე სახელმწიფო უწყებებს და ორგანიზაციებს მაგთიკომი და ჯეოსელი დაბალი ფასებით ემსახურებოდნენ, ზარალს კი სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ.

ახლა გასარკვევია, ხდებოდა თუ არა დაბალანსება მოქალაქეების ტარიფების გაზრდის ხარჯზე.

მობილური კომპანიების მიერ დასახელებული არგუმენტები მარეგულირებელმა კომისიამ არ გაითვალისწინა.