კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ აფრთხილებს

18:15, 15.03.2018

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანიები მაგთიკომი და ჯეოსელი გააფრთხილა.

საუბარია კომპანიების მიერ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებისა და უწყებების დაბალი, დემპინგური ფასებით მომსახურებაზე.

კომისიის ინფორმაციით, 2017 წელს მიღებულ ზარალს მაგთიკომი და ჯეოსელი სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ, რაც კანონისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაა.

კომპანიების წარმომადგენლებმა დარღვევა აღიარეს, თუმცა, აღნიშნეს, რომ ტენდერის დაწყების დროისთვის აბონენტთა მოხმარებაზე განსხვავებული პროგნოზი ჰქონდათ, ფაქტობრივი მაჩვენებელი კი სხვა აღმოჩნდა.

მსგავსი