კობა კოშაძის საქმე

კობა კოშაძის სამქეზე დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად სცნო.

საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. ადვოკატის განცხადებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ამტკიცებს კოშაძის უდანაშაულობას და ფაქტს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. უფლებადამცველის განცხადებით, სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე კოშაძის დაკავებისას დაფიქსირებული დრო, გამოძიების დაწყების დროს წინ უსწრებს, რაც კანონდარღვევაა. განსხვავებულია პროკურორის პოზიცია.

კობა კოშაძე ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრია. საპარტულო პოლიციამ ის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.