სასამართლომ კიევი-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელ პაველს პირველს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლება ედება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი პაველი შინაპატიმრობაში 30 მაისამდე დარჩება. მას ელექტრონულ სამაჯურის ტარება მოუწევს. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაშია აღნიშნული, არსებობს საფრთხე, რომ ეჭვმიტანილი გამოძიებას დაემალება ან მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას. თავად ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მიმართ აღძრული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და ის მუდამ რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგე იყო.