პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს წინასწარ ეცნობა ამის შესახებ. „თქვენ იცით, რომ ჩვენ ადრეც ვნახეთ სახიფათო რიტორიკა პრეზიდენტ პუტინისგან, რის გამოც, ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე.“ – განაცხადა სინგმა.