აფეთქებები მოხდა უკრაინის ქალაქ სუმში. ქალაქის მერის განცხადებით, დაიღუპა სულ მცირე, ორი და დაიჭრა 12 ადამიანი. რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე თავდასხმა, „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. ასევე, კიევში სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის გამო, უმაღლესი რადას სხდომა გაუქმებულია. უმაღლესი რადას შემდეგი შეხვედრა დეკემბერშია დაგეგმილი. ალექსეი გონჩარენკოსა და სხვა დეპუტატების თქმით, დეპუტატები დაბომბვის საფრთხის არსებობის შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს, შეზღუდონ სამთავრობო კვარტალში გადაადგილება. დეპუტატმა, ტარას ბატენკომ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა 21 ნოემბერს იცოდნენ ბალისტიკური დარტყმის საფრთხის შესახებ, დღეს კი მიღებულია ინფორმაცია ახალი საფრთხის შესახებ.