ვითარება უკრაინაში

რუსეთმა უკრაინის რეგიონები კონტინენტთაშორისი და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. რუსეთის არმია ქალაქ დნეპროპეტროვსკს დაესხა თავს, კერძოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის რეგიონიდან გაუშვეს. გარდა ამისა, ქალაქის მიმართულებით ისროლეს „კინჟალის“ ტიპის აერო-ბალისტიკური რაკეტა, ასევე შვიდი ფრთოსანი რაკეტა. თავდასხმის სამიზნე იყო საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ექვსი ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის საზღვაო ძალების მონაცემებით, ახლა შავ ზღვაში რუსეთის 24 ხომალდია, რომელთაგან ხუთი არის „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელი.