ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნებას რთავს უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც ამ დრომდე უკრძალავდა უკრაინას ამ მოქმედებას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა  უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ. თეთრმა სახლმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, პირველი დარტყმები შორი მანძილიდან, სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის ტიპის იმ რაკეტებით, რომლის მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრია.

უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ სამხედროებს მისცემოდათ უფლება, ამერიკული იარაღით დაერტყათ რუსეთის სამხედრო ობიექტებისთვის შორი მანძილიდან. ცნობისთვის, რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ ისინი უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვან ესკალაციად აღიქვამენ.