ახალი რაკეტით დარტყმას ომის მასშტაბის სერიოზულ ზრდას უწოდებს უკრაინის პრეზიდენტი . ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ იარაღს იყენებს და ეს არ არის ახალი ნაბიჯი.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ მსგავს იარაღს და ამის უფლება გვაქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით.“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს რუსეთს, ამჟამად კი მსოფლიოს მხრიდან ძლიერ რეაქციას ვერ ხედავს.