„მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე – იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ზელენსკის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას და არიან თუ არა მზად დათმონ ყირიმი ომის დასასრულებლად, – რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა ყირიმის დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.