ხსნის არმიაში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს
ხსნის არმიაში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს. საქართველო ერთ-ერთია იმ 132 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია „ხსნის არმია“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს, საქართველოში კი 1993 წლიდან დაფუძნდა და ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი აქვს.
ხსნის არმიის მიზანია სახარების ქადაგება, ღვთის სიტყვის გავრცელება, ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობა. „ხსნის არმია“ წარმოდგენილია თბილისში ოთხი და რუსთავში ორი ადგილობრივი ეკლესიით, ასევე მათი ეკლესიები ფუნქციონირებენ ბათუმსა და ლაგოდეხში. „ხსნის არმიელთა“ საღვთისმსახურო შეკრებებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800 კაცი მონაწილეობს.