თბილისში 12000-მდე ოჯახი იმ ტიპის კორპუსებში ცხოვრობს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დროის და ხარჯების შემცირების მიზნით შენდებოდა. ინჟინერ ვიტალი ლაგუტენკოს პროექტის მიხედვით აშენებულ კორპუსებს დღემდე ხრუშჩოვკებს ეძახიან.
თბილისში 500-ზე მეტი ასეთი კორპუსი დგას. ამ სახლების ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 50 წელზე იყო გათვლილი. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება თბილისის მერიის დღის წესრიგში ბოლო პერიოდში აქტიურად დგას. თუმცა, მხოლოდ ახლა გამოჩნდა კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მზად არის, ხრუშჩოვკების ჩანაცვლების გეგმა პირველ ეტაპზე საბურთალოს რაიონით დაიწყოს.
ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.