ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილზე შეამოწმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. შემოდგომიდან ყულევის, შუა ხორგის და ქარიატას მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამ სოფლის მოსახლეობას სასმელ წყალს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დღემდე წყალმზიდებით აწვდის.