სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ხიბულაში

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის სამუშაოები დასრულებულია. ობიექტები ფონდი „ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დაათვალიერეს. პროექტები ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა. ფონდმა ასევე სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი ააშენა. სააღმზრდელო დაწესებულება ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.