ალავიძე-ქუმსიშვილის გამოკითხვა

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ყოფილი მინისტრები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

პროკურატურა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.