აქცია ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის ახალი დასახლების უბნის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი სასმელი წყლით მომარაგებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, წყალმომარაგების ქსელზე ისინი სამი წლის წინ დაერთდნენ, თუმცა სასმელი წყალი ზოგჯერ ერთი კვირა და მეტი, 10 დღეც არა აქვთ. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, სასმელი წყალი გრაფიკით მაინც ჰქონდეთ. ყულევის ახალ დასახლებას სასმელ წყალს ფოთის წყალმომარაგების კომპანია აწვდის.