ქუმსიშვილის და ალავიძის გამოკითხვა

ყოფილი მინისტრები გამოძიების ობიექტები ხდებიან.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. საუბარია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ უწყებების უკვე ყოფილი ხელმძღვანელები ამ საქმეზე დაიბარეს. განმარტება არ გაკეთებულა თუ რა კორუფციულ სქემებზეა საუბარი და რომელ სააქმეებზე მოუწიათ ქუმსიშვილსა და ალავიძეს განმარტების გაკეთება.

გურამ როგავა მუშაობდა თემაზე.