ყოფილი მინისტრების გამოკითხვა

რიგითი საჯარო მოხელე, მოქალაქე, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვალდებული ვართ, კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებს პასუხი – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მან პარლამენტშიც არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უწყებაში მისვლის შემდეგ, გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მასაც გაუჩნდა კითხვები. შეფასებები გაკეთდა დეპუტატების მხრიდანაც.