ხმაურიანი სხდომა იუსტიციის საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღესაც მწვავე ურთიერთბრალდებები ისმოდა. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებია.

ირაკლი შავაძემ სასამართლოს თავმჯდომარე ზეწოლაში უკვე საბჭოს წინაშე დაადანაშაულა და თქვა, რომ კონკრეტული საქმეების განხილვის დროს დავით მამისეიშვილი მასზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა. დასახელდა ერთ-ერთი საქმეც.

არ არის გამორიცხული, რომ ბათუმში დაწყებულმა დავამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. შავაძემ, რომელსაც იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე უარი უთხრა, შესაძლოა პროკურატურას მიმართოს.