ხმაური იყო ქობულეთში. ადგილობრივებმა „ალტ-ინფოს“ ოფისის გახნა გააპროტესტეს. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. შეკრებილების განცხადებით, ეს არის პრორუსული ძალა და მათი ადგილი საქართველოში არ არის. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ.