„ხალხის ძალის“ სადავო კანონპროექტები

შეურაცხმყოფელი ეპითეტები, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, ხმაური, დარბაზიდან გაყვანილი დეპუტატები და პრინციპების დონეზე განსახილველი და შეუთანხმებელი ინიციატივები. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ საავტორო და ნათარგმნ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მწვავდება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ყველა, ვინც კანონპროექტებს ეწინააღმდეგება, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკითხის განხილვას აპროტესტებდა.

რა არის სადავო, რა მიუღებელი და რა რუსული კანონის ანალოგი? არგუმენტები და შინაარსობრივი დისკუსია პოლიტიკურმა ურთიერთბრალდებებმა გადაფარა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკითხის შინაარსობრივ განხილვაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივები რუსული კანონია და მუხლობრივ განხილვაში ამ მიზეზით არ სურთ მონაწილეობა.

პრინციპები, პრეტენზიები და არგუმენტები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.