ოპოზიციის გეგმები

ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი – პარლამენტთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციების გაგრძელება დააანონსეს, თუმცა დრო და სამოქმედო გეგმა არ დაკონკრეტებულა.

განცხადება გაავრცელა პარტია „გირჩმა“, ისინი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ, „მიტინგის მიზანმიმართული და პროფესიონალური დაშლის ნაცვლად, საჯაროდ, მოქალაქეების თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა“.