ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

„ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ დაინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო სექტორთან ერთად აპროტესტებენ. ხელისუფლების ოპონენტები ინტენსიური პროტესტის უწყვეტობის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ კანონის მიღებაში ხელს შეუშლიან და აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მმართველი გუნდი კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.