ხმაური სენაკის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა სენაკის მერიის შიდა აუდიტის 2022 წლის მუშაობის დასკვნის განხილვა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს იმ აიპიების ხელმძღვანელების გამოძახება, რომელთა სამსახურების მუშაობაში ხარვეზები აღმოჩნდა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათ აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ყველა აიპის სამსახურის უფროსს მოუსმენენ რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკრებულო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივი დასკვნა გააკეთოს ამ თემაზე.