ხმაური მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე

ხმაური პარლამენტში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაზე.

“ევროპული საქართველოს” პროტესტი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც შეკრებილებს სიტყვით პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან მიმართა.

დეპუტატი ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ მაგიდასთან შეძახილებით და პლაკატებით მივიდნენ, საიდანაც გავრილოვი სესიას უძღვებოდა.