გავრილოვის განცხადება 

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

გავრილოვი წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გატარებული პროფილაქტიკური ზომების გამო მოხერხდა, არამედ იმიტომაც, რომ მისი თქმით, უბრალო ხალხმა მხარი არ დაუჭირა მათ, ვინც საქართველოს საზიანოდ მოქმედებდა. დუმის დეპუტატის აზრით, საქართველოში ანტირუსული ისტერიაა, რომელსაც ის „ჭუჭყიან ქაფს“ უწოდებს და წერს, რომ „ქაფი მალე ჩამოირეცხება“.

თემას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ წრეებში. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გავრილოვს ასეთი განცხადებები სჩვევია და ის საკუთარი გზავნილებით ოპოზიციას პარტნიორობას უწევს.