20 ივნისის მოვლენებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. მოსახლეობის მასშტაბური პროტესტი 2019 წლის 20 ივნისს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე სხდომის გახსნას მოყვა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები სწორედ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვდნენ.
ადგილზე მივიდნენ ოპოზციის წარმომადგენლებიც. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზციის ლიდერების ნაწილმა მოქალაქეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაშავდა აქციის 129 მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. დაშავებულებს შორის ორმა ადამიანმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. გენო ოსიყმაშვილმა გაიხსენა 2019 წლის 20 ივნისი.