20-21 ივნისი - პოლიტიკოსების შეფასებები

ეს იყო, ერთი მხრივ, მოქალაქეების რწმენის დაბრუნების, მეორე მხრივ კი უმძიმესი დღე –  ასე აფასებს ოპოზიცია გასული წლის ოც ივნისს განვითარებულ მოვლენებს. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ გარკვეული გადაცდომები იყო, რაზეც სამართალდამცველები პასუხისგებაში მიეცნენ, თუმცა განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ლიდერები ვითარების გამწვავებას შეგნებულად ცდილობდნენ, მათ შორის პარლამენტში შეჭრის მცდელობით.

საპროტესტო აქცია ერთი წლის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი მივიდა და მართლმადიდებლური ფორუმის გაძღოლას აპირებდა. აქციებმა პერმანენტული სახე მიიღო, ვითარება კი 20 ივნისს დაიძაბა, როდესაც ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის შტურმით აღებას შეეცადა. ამის გამო აქცია დაშალეს, არიან დაზარალებულებიც. აქციის მონაწილეების მოთხოვნის შესაბამისად, მმართველმა ძალამ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, თუმცა, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა შეთანხმება იმ მოდელზე, რომელიც 120/30-ე საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი