დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც გათენებისას სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილი სასულიერო პირების გამოსახლება დაიწყო. ხუთი სასულიერო პირი, რომლებიც ეკლესიიდან მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის გადაწყვეტილებით განკვეთეს, დაკავებულია. მათ მონასტრის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
სალხინოს მონასტერთან სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებული არიან – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე, ნატა ბერულავა გვერთვება პირდაპირ ეთერში.