ვითარება მარტვილის ეპარქიაში

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მოსკე-წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარსა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთისათვის სიმშვიდეა. მონასტერი უკვე დატოვა როგორ მეუფე სტეფანემ, ასევე განკვეთილმა სასულიერო პირებმა და ჩოხოსნებმა. ადგილზე აღარც სამართალდამცველები რჩებიან. რამდენიმე საათის წინ კი, მონასტრის ეზოში დაპირისპირება იყო. მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარება ისევ ხმაურის ფონზე მოუწია. განკვეთილი სასულიერო პირები, სალხინოს მამათა მონასტრიდან მათ გამოსახლებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისათვის, რომ მიტროპოლიტს დისკომფორტი შეუქმნან. მეუფე სტეფანე კი ამბობს, რომ ტაძარში აქციების გამართვა მიუღებელია.