ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში

ისევ დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მონასტერთან. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ. მათი განცხადებით, ტაძარში წირვაზე დასწრება სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური, რის შემდეგაც რამდენიმე პირი განყოფილებაში გადაიყვანეს. საკვირაო წირვა მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინეს. ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართლიანობა აღდგა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს, ბალდისა და წაჩხურუს მამათა მონასტრებსაც დაატოვებინებენ. განკვეთილი სასულიერო პირები არ შეცვლილა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.