“არტ დოლ თბილისი” – ხელნაკეთი თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიციაზე ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ხელნაკეთი თოჯინების ფესტივალი საქართველოში პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში იმართება.