პრემიერის ინიციატივას საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ეხმაურებიან.
პარტია „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საჯარო მოხელეების გამოყენებით არჩევნების მოგებას ემსახურება. მათი თქმით, არის უწყებები, სადაც ბიუროკრატიული ხარჯები მაღალია და არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიც სახელმწიფო სახსრების ფლანგვა და კორუფციაა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვაა.