„თბილსრესის“ თანამშრომლების გაფიცვა

უკვე მესამე დღეა, „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელია გაფიცული. აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებასა და პრემია-დანამატებს ითხოვენ. მათი განმარტებით, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მაისში დაიწყო. მიღებული დაპირება კი არ შესრულდა.

მოლაპარაკებების პროცესი გაფიცულებსა და ადმინისტრაციას შორის გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. დღეს „თბილსრესის“ ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ავტობუსით მომსახურებაც შეუწყვიტა. გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში გზა გადაკეტონ.