ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში – შეფასებები

18:18, 09.08.2021

პრემიერის ინიციატივას საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ეხმაურებიან.

პარტია „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საჯარო მოხელეების გამოყენებით არჩევნების მოგებას ემსახურება. მათი თქმით, არის უწყებები, სადაც ბიუროკრატიული ხარჯები მაღალია და არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიც სახელმწიფო სახსრების ფლანგვა და კორუფციაა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება   არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვაა.

მსგავსი