სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ფუნქცია

პირველი ნოემბრიდან მუშაობას იწყებს საჯარო მოხელეების მაკონტროლებელი ახალი უწყება.

ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბაზაზე შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების გადაცდომებს შეისწავლის. საეჭვო გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურს უფლება ექნება, კონკრეტულ პირთა მიმართ დევნის დასაწყებად პროკურატურას მიმართოს. უწყება ძირითადად უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს გამოიკვლევს.

უწყების შექმნას მესამე სექტორი წლების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მისი ფორმირება რამდენჯერმე გადაიდო. უფლებადამცველებს შორის ამ ეტაპზე მოლოდინი ოპტიმისტურია.