მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასები იზრდება

მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასები იზრდება. იანვრიდან ისინი 10-15% ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ. მეტროს დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა ,,ერთობა 2013’’, – თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ისინი პროფკავშირების წევრებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მათ დახმარება გაუწიეს, მადლობას უხდიან. მეტროპოლიტენის თანამშრომლები ივნისში გაიფიცნენ, რამაც მაშინ მეტროს სრული პარალიზება გამოიწვია. შეთანხმება თბილისის მერთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შედგა.