სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობს. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. მათი ინფორმაციით, შენობა სრულად ევაკუირებულია და არავინ დაშავებულა.