რეგიონული არქივის ახალი შენობა

იუსტიციის მინისტრმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით სამსართულიანი არქივ-საცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების დაცულ საარქივო მასალებს, – ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. ამასთან, შენობის განახლებისას, ადგილზე მე-18-19 საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი აღმოაჩინეს – ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც ახლა დამთვალიერებლისთვის ღიაა.