შეხვედრა მეწარმე ქალებთან

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმე ქალებს „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის ქალთა რეგიონული ორგანიზაციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეხვდნენ.   ღონისძიების მიზანია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისათვის მეწარმეობის განვითარებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და მათი დაკავშირება ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ფონდებთან, რომლებიც ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, მათი გააქტიურების, საზოგადოების განვითარებაში ჩართულობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ.