მრავალფეროვან საქართველოში ყველა რეგიონს ახალი წლის აღნიშვნის გასხვავებული, მაგრამ მდიდარი და უნიკალური ტრადიცია აქვს.
სამცხე-ჯავახეთშიც საახალწლო წეს-ჩვეულებები თაობიდან თაობას გადაეცემა და მათ ადგილობრივები მკაცრად იცავენ.
ქადა, ტენილი ყველი, ხაჭაპური და ბასილას პური, რომელსაც ადამიანის ტანის ფორმა აქვს, საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ტრადიციულ ოჯახებში ყველაფერს ასწლოვან თონეებში აცხობენ, რომლებიც სოფელში წინა ღამით ინთება.
მესხურ ტრადიციებს რობიზონ მაქაძე სოფელ ჭობარეთიდან გაგვაცნობს.