ბორჯომის ხეობაში ტყის მასშტაბური ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება.
დილიდან ვერტმფრენებისა და სამი თურქული სახანძრო თვითმფრინავის დახმარებით ასობით მეხანძრე მაშველი, მეტყევე რეინჯერი თუ სამხედრო მოსამსახურე ცეცხლის კერების ლოკალიზება-ლიკვიდაციას ცდილობს. ხანძრის ქრობას ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. რიგ შემთხვევებში უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა აალდა.