მასშტაბური ხანძარი ჰავაიზე

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს. კუნძულის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას. ჰავაის გუბერნატორმა ხანძარს შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80% განადგურებულია. შეგახსენებთ, ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.