მასშტაბური ტყის ხანძარი საფრანგეთში

მასშტაბური ტყის ხანძარი საფრანგეთში. საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლმა აღმოსავლეთ პირინეის მხარეში 500 ჰა ფართობი მოიცვა. ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ტურისტები. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის გავრცელება ამჟამად კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სახიფათო მდგომარეობა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა. ცეცხლი 14 აგვისტოს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. დაზიანებულია 30-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიის გამო, ესპანეთის საზღვართან დაკეტილია საავტომობილო გზა და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.