ხანძარი სოფელ საყავრესთან

უკვე მესამე დღეა, სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. დილიდან პროცესში 2 ვერტმფრენია ჩართული. ადგილზე ცეცხლის ღია კერები ამ დროისთვის აღარ რჩება, თუმცა ხანძრის საბოლოო ლიკვიდაცია, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.

ვაკო ორმოცაძე ჩავიდა დღეს სოფელ საყევრესთან და ბოლო ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ ახლა სწორედ ის მოგვაწვდის.