ხანძარი ბორჯომის ტყეში

ბორჯომის ხეობაში ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება. უკვე მეექვსე დღეა, სტიქიას მეხანძრე მაშველები და სამხედროები ერთობლივად ებრძვიან. პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ავიაცია და სპეციალური ტექნიკა. სტიქია სამხრეთის მიმართულებით ვრცელდება. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება აწყურის მიმდებარედ, სადაც ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებს მიუახლოვდა. ხანძრის ახალი კერები ბორჯომის ხეობიდან სამხრეთის მიმართულებით გაჩნდა. ცეცხლი ტყეს რთულად მისადგომ ადგილებში უკიდია. იქ სადაც შიდა გზები არ არსებობს, მათი გაჭრის სამუშაოები​ სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს.